"ვეცდები, ჩემი ოჯახი, ქვეყანა, გულშემატკივრები გავახარო" - ბაკურიანელი დავით თედიაშვილი ფინალშია
24 თებერვალს, მსოფლიო ჩემპიონატზე, Ski Cross-ში ბაკურიანელი სპორტსმენი დავით თედიაშვილი ფინალში მოხვდა. სხვა ქვეყნების სპორტსმენებთან ერთად, მასთან ერთად იასპარეზა ადგილობრივმა ორმა სპორტსმენმა ბექა ბერძენიშვილმა და ლაშა კურტანიძემ. თედიაშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა და ფინალურ ეტაპზე გადავიდა. მან 1 300 მ მანძილი დაფარა.

ფინალი 25 თებერვალს გაიმართება.

"ვეცდები, ჩემი ოჯახი, ქვეყანა, გულშემატკივრები კიდევ გავახარო" - ბაკურიანელი სპორტსმენის დავით თედიაშვილის ჩართვა "კვირის ამბებში".

Print