მსოფლიო ჩემპიონატზე სამი ბაკურიანელი სპორტსმენი ხვალ, 23 თებერვალს, პირველად დაეშვება
ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატი 18 თებერვლიდან დაიწყო და უკვე მეხუთე დღეა მიმდინარეობს. ხვალ, 23 თებერვალს, სამივე ბაკურიანელი სპორტსმენი: დავით თედიაშვილი, ბექა ბერძენიშვილი და ლაშა კურტანიძე პირველად დაეშვებიან. Ski Cross-ში 43 ვაჟი მონაწილეობს. სპორტსმენები 1 300 მეტრ მანძილს დაფარავენ, რომელიც დატვირთულია სხვადასხვა სირთულით. გამარჯვებული გახდება ის ვინც ყველაზე სწრაფად დაფარავს მანძილს. გასულ დღეებში მონაწილეები სხვა ქვეყნებიდან ასპარეზობდნენ. 

შეგახსენებთ, ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატში 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი მონაწილეობს, მათგან 6 მონაწილე საქართველოს სახელით ასპარეზობს.




ამავე თემაზე:

დავითი, ბექა, ლაშა - მსოფლიო ჩემპიონატზე სამი ბაკურიანელი სპორტსმენი იასპარეზებს
Print