ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ერთადერთი კანდიდატი ლევან კობიაშვილი აირჩიეს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ერთადერთი კანდიდატი, ლევან კობიაშვილი მესამე ვადით აირჩიეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 33-ე საარჩევნო ყრილობაზე, ლევან კობიაშვილს ხმა მისცა ხმის უფლების მქონე 28-ვე დელეგატმა.

ლევან კობიაშვილი ამ პოსტს 2015 წლიდან იკავებს. მორიგი საარჩევნო ყრილობა 2027 წელს გაიმართება.

2016 წლიდან კობიაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრია და მმართველ პარტიას, "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს.



Print