IDS ბორჯომსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციას შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
IDS ბორჯომსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციას შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, ქართული მინერალური წყალი „ბორჯომი“,ბაკურიანში დაგეგმილი ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის სპონსორი იქნება. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის, ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ლიმიტირებული შეფუთვით შეიქმნა. თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა - ზურაბ კოსტავამ და კომპანია IDS ბორჯომი თბილისის გენერალურმა დირექტორმა - გიორგი ერაძემ მოაწერეს.


მინერალური წყალი „ბორჯომი“ საქართველოს სათხილამურო ფედერაციის მხარდამჭერი წლების განმავლობაში იყო. ეს თანამშრომლობა ბაკურიანში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში განახლდება. ბაკურიანში ფრისტაილის, სნოუბორდის და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი 16 თებერვალს დაიწყება და 5 მარტს დასრულდება.

Print