ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ბაკურიანიდანაც იასპარეზებენ
საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა საქართველოს სპორტსმენთა გაცილების ცერემონიალი ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე.


ევროპის ზამთრის XVI ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს იტალია 21-28 იანვარს უმასპინძლებს და მასში სპორტის 13 სახეობაში, 47 ქვეყნის სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოდან სპორტის 4 სახეობაში (სამთო თხილამურობა, ფიგურული ციგურაობა, ტრამპლინიდან ხტომა, სნოუბორდი) იასპარეზებს 8 სპორტსმენი. მათგან სამი ბაკურიანიდანაა: გიორგი მიქელაძე, გიორგი დიაკონაშვილი და ოთარ წულეისკირი.  


საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას უხელმძღვანელებს სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი იქნება სეოკ-ის სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია.


ევროპის ზამთრის XVI ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს მედროშეები იქნებიან სამთო მოთხილამურეები ნინო ენუქიძე და ოთარ წულეისკირი.


ევროპის ზამთრის XVI ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში (ფრიული, ვენეცია, ჯულია. იტალია. 2023 წლის 21-28 იანვარი) მონაწილე საქართველოს დელეგაციის შემადგენლობა.


ოლიმპიური სოფელი
სამთო-სათხილამურო სპორტი

1. ლევან ნაზღაიძე
2. ლუკა ბურდული
3. ოთარ წულეისკირი
4. ნინო ენუქიძე
5. ალექსი ბენიაიძე - მწვრთნელი
6. სოსო ჯაფარიძე - მწვრთნელი
7. ნინო ნინუა - მწვრთნელი




ფიგურული ციგურაობა

1. კონსტანტინე სუპატაშვილი
2. კირილ დავიდენკო - მწვრთნელი
ტრამპლინიდან ხტომა
1. გიორგი მიქელაძე
2. გიორგი დიაკონოვი
3. გიორგი დიაკონაშვილი - მწვრთნელი
4. სიმონ ხაჩატურიანი - მწვრთნელი



სნოუბორდი

1. ნიკოლოზ გაბულდანი
2. ჯაბა ცხვედიანი - მწვრთნელი
ადმინისტრაცია
1. გიორგი ესაკია - მისიის ხელმძღვანელი
2. რუსუდან აფციაური - მისიის ხელმძღვანელის მოადგილე
3. გიორგი კერესელიძე - ადმინისტრაციული პერსონალი




ოლიმპიური სოფლის გარეთ

1. ლერი ხაბელოვი - სეოკ-ის პრეზიდენტი
2. მამუკა ხაბარელი - სეოკ-ის ვიცე - პრეზიდენტი
3. ემზარ ზენაიშვილი - სეოკ-ის გენერალური მდივანი
Print