გურამ თუშიშვილმა ლეგენდარული ტედი რინერი დაამარცხა
ძიუდოს ლეგენდა ტედი რინერი დამარცხებულია! ეს გურამ თუშიშვილმა მესამე ცდიდან, გორში მოახერხა.

გორის სპორტის სასახლე ძიუდოში ევროპის საკლუბო ჩემპიონატს - ჩემპიონთა ლიგას მასპინძლობს. 2022 წლის ტურნირის 1/4-ფინალში,  ერთმანეთის პირისპირ სწორედ გურამ თუშიშვილი და ტედი რინერი წარსდგნენ.

წლევანდელ ტურნირში, რომელიც ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტის შოთა ჩოჩიშვილის ხსოვნას ეძღვნება, მონაწილეობას 25 ქვეყნის 143-მა ქალი და კაცი სპორტსმენი იღებს და მათ შორის ძიუდოს არაერთი ვარსკვლავია.

Print