ნონა გაფრინდაშვილი სენიორ ქალთა გათამაშებაში პირველ ადგილზეა
ჭადრაკის ლეგენდამ, ნონა გაფრინდაშვილმა იტალიაში მიმდინარე სენიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე, გამარჯვებით დაასრულა მეშვიდე შეხვედრა და სენიორ ქალთა გათამაშებაში პირველ ადგილზეა.

ინფორმაციას საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს.
Print