მილოცვა შეცდომით - უელსთან გამარჯვება აშშ-ს ჯორჯიის რაგბის კავშირს მიულოცეს
19 ნოემბერს, კარდიფში, საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებამ, სადაც ბორჯღალოსნებმა მასპინძელი მორაგბეები, უელსის ეროვნული ნაკრები დაამარცხეს ანგარიშით 12:13, დააბნია რაგბის არაერთი უცხოელი გულშემატკივარი, რომლებმაც ერთმანეთში აურიეს საქართველო და აშშ-ის შტატი ჯორჯია.

გაუგებრობის გამო სოციალური ქსელების მომხმარებლებმა „ისტორიული გამარჯვება“ ჯორჯიის რაგბის კავშირს მიულოცეს.


„ვიდრე ვაფასებთ მოლოცვების შეტყობინებებს, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ, ჯორჯიის რაგბის კავშირს (აშშ) დღეს უელსი არ დაგვიმარცხებია, მაგრამ მადლობა. ვულოცავთ ქართველ ერს ისტორიულ გამარჯვებას“, - ნათქვამია ჯორჯიის რაგბის კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





საქართველოს ეროვნულ ნაკრებს აქამდე "ექვსი ერის" გუნდებიდან მხოლოდ იტალია ჰყავდა დამარცხებული. უელსი ექვსი ერის პირველი გუნდია, რომელსაც ბორჯღალოსნებმა გასვლაზე სძლიეს.

„ეს გამარჯვება უმნიშვნელოვანესი იყო, პირველ რიგში საკუთარი თავის რწმენისთვის. შეკრების დაწყების პირველ დღეს ბიჭებს ვუთხარი – იტალიასთან მოგებით თქვენ თამასა მაღლა აწიეთ, ახლა იფიქრეთ იმაზე, რომ ის კიდევ უფრო მაღლა ავწიოთ“ – განაცხადა უელსთან 13:12 მოგების შემდეგ ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა.




ამავე თემაზე:

ქართველმა მორაგბეებმა უელსის ნაკრები დაამარცხეს
Print