ბაკურიანელი მოთხილამურეების, ალან და ესმერალდა გობოზოვების წარმატება რუმინეთში

ბაკურიანელმა მოთხილამურეებმა და-ძმამ, ესმერალდა და ალან გობოზოვებმა,

რუმინეთში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მიერ გამართულ შეჯიბრებაში მიღეს მონაწილეობა.

თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომაში ჩემპიონატი 9-10 სექტემბერს გაიმართა.

"ორ დღიანი Შეჯიბრი იყო, პირველ დღეს ალანი პირველ ადგილზე გავიდა, ესმერალდა მეორეზე, მეორე დღეს კი ალანი მეორე ადგილზე გავიდა ხოლო ესმერალდა მესამეზე"
- უთხრა ტელეკომპანია "ბორჯომს" მოთხილამურეების მამამ და მწვრთნელმა, იბრაგიმ გობოზოვმა.

 

Print