მოჭადრაკე დები ბორჯომიდან - ბარბარე და ელენე შონიების მორიგი წარმატება
უკვე კარგად ცნობილი მოჭადრაკე დების, ბარბარე და ელენე შონიების კიდევ ერთი წარმატება. ბორჯომელმა დებმა გამარჯვება ამჯერად ბათუმში გამართულ საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე მოიპოვეს. ქართველ მოჭადრაკეებთან ერთად ფესტივალზე სომეხი და უკრაინელი მოჭადრაკეები მონაწილეობდნენ.

ელენე 8 წლამდე გოგონებსა და ბიჭებს შორის თამაშობდა, ბარბარემ კი 10 წლიანებში იასპარეზა. დებმა პირველი-მეორე ადგილი გაიყეს ტურნირის სხვა მონაწილეებთან.

დაჯილდოების ცერემონია ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრში გაიმართა.

"ბარბარე  უახლოესი გეგმა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობაა, ჩემპიონატი 15-28 სექტემბერს იმართება და ამჯერადაც მონაწილეებს ბათუმი უმასპინძლებს." - უთხრა ტელეკომპანია "ბორჯომს" გოგონების დედამ ანი კახელმა.


ამავე თემაზე:

ბორჯომელმა მოჭადრაკემ ევროპირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

Print