მერაბ დვალიშვილმა ბრაზილიელ ჟოზე ალდოსთან ბრძოლაში გაიმარჯვა
UFC ის ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა 36 წლის ბრაზილიელი ჟოზე ალდო დაამარცხა 3-რაუნდიან ბრძოლაში.

ქართველმა სპორტსმენმა კარიერაში მე-15 მოგება იზეიმა, ხოლო UFC-ში მერვე გამარჯვება აღნიშნა.

მერაბ დვალიშვილი ყველა რაუნდში დომინირებდა, რაზეც მსაჯების გადაწყვეტილებაც მეტყველებს: 29-28, 29-28, 30-27 - დვალიშვილს უპირატესობა მიანიჭეს სამივე რაუნდში.

21 აგვისტოს შეხვედრამდე რამდენიმმე დღით ადრე მიცემულ ინტერვიუში მერაბ დვალიშვილმა განაცხადა:

„ჩემი სამშობლო საქართველო იბრძვის, რომ ევროპის ნაწილი იყოს. გვსურს დემოკრატიულად ცხოვრება, უკან დაბრუნება არ გვინდა. გვსურს შევინარჩუნოთ ჩვენი ტრადიციები. ჩვენ მაგარი ხალხი ვართ. ყოველთვის გვიწევდა საკუთარი ტერიტორიების დაცვა დიდი სახელმწიფოებისგან. მივეჩვიეთ ომებს, ამიტომ ბრძოლა სულში და მენტალიტეტში გვაქვს. სწორედ ამიტომ გვყავს კარგი მებრძოლები“.

ქართველ სპორტსმენს UFC-ში დამარცხებული ჰყავს: ტაირონ ვეარი, ბრედ კანტონა, კეისი კენი, გუსტავო ლოპესი, ჯონ დოდსონი, კოდი სტამანი მარლონ მორაესი და ჟოზე ალდო

radiotavisupleba.ge
Print