კანადაში ნოდარ ქუმარიტაშვილის ოჯახს საპატიო ჯილდო გადაეცა
კანადაში ქართული დიასპორის
ინიციატივით, 2010 წლის ოლიმპიადაზე ტრაგიკულად დაღუპული ქართველი
სპორტსმენის ნოდარ ქუმარიტაშვილის ოჯახს საპატიო ჯილდო
გადაეცა.
ღონისძიება დიასპორის ინიციატივითა
და საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით გაიმართა. დამსწრე
საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ
ვლადიმერ კონსტანტინიდიმ, საგანგებო დავალებათა ელჩმა და კანადის
ბრიტანეთის კოლუმბიაში ქართული დიასპორის ხელმძღვანელმა. საპატიო
მედალი ნოდარ ქუმარიტაშვილის დას - მარიამ ქუმარიტაშვილს გადაეცა.
ქართველი სპორტსმენი ნოდარ ქუმარიტაშვილი 2010 წელს, კანადაში,
ოლიმპიადაზე ასპარეზობისას ტრაგიკულად დაიღუპა.
წყარო: imedinews.ge