ჯომარდობაში მსოფლიო თასის მოსაპოვებლად საქართველოდან ორი გუნდი იასპარეზებს
15-20 ივლისს, თურქეთში, ჯომარდობაში, მსოფლიო თასის ჩემპიონატი გაიმართება. გამარჯვებისთვის ერთმანეთს შეეჯიბრებიან ექვსი ქვეყნის ნაკრები გუნდები.
მსოფლიო თასის მოსაპოვებლად საქართველოდან ორი გუნდი იბრძოლებს.


თურქეთში დაგეგმილ შეჯიბრში საქართველოს, თურქეთის, ყაზახეთის, იტალიის, კოლუმბიისა და სომხეთის გუნდები იასპარეზებენ. საქართველოდან 8 მეჯომარდე ორ გუნდშია გადანაწილებული. აქედან ორი მონაწილე ბორჯომიდანაა. დანარჩენები თბილისიდან, რუსთავიდან და ქუთაისიდან.


ჯომარდობის ფედერაციის ხელმძღვანელის დავით ქაცარავას განცხადებით, მოსამზადებელი პერიოდი სპორტსმენებმა ბორჯომში და რუსთავში გაიარეს. ისინი თურქეთში დღეს მიემგზავრებიან. ქართველი სპორტსმენები საქართველოს სახელით გამარჯვების მოპოვებას შეეცდებიან.
Print