საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ნაკრების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე


საქართველოს ჭიდაობის ეროვნულმა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის ტურნირზე, 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.


იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე 20 წლამდელ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ასპარეზობა დაასრულეს.

ევროპის ჩემპიონები ნიკოლოზ ბროლაძე (67 კგ) და აჩიკო ბოლქვაძე (82 კგ) გახდნენ. ვერცხლის მედლებს თორნიკე მიქელაძე (77 კგ) და დიმიტრი ხაჩიძე (60 კგ) დაეუფლნენ. ბრინჯაოს მედალი კი, თემურ ოჯონიკიძემ (72 კგ) მოიპოვა.

 

Print