საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა
საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები დევისის თასის მესამე ჯგუფში, სომხეთისა და ლიხტენშტაინის ნაკრებების ძლევის შემდეგ, მესამე ტურში კვიპროსს დაუპირისპირდა, მასთანაც ანგარიშით 3:0 გაიმარჯვა და ქვეჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

ინდივიდუალურ შეხვედრებში კორტზე საბა ფურცელაძე და ალექსანდრე მეტრეველი გავიდნენ. ფურცელაძემ მეტოქე ანგარიშით 3:6 6:2 7:6 დაამარცხა, მეტრეველმა - 4:6 6:4 7:6. სამსეტიანი თამაში მოიგო ალექსანდრე ბაკშისა და ზურა ტყემალაძის წყვილმაც - 6:1 6:7 6:4.

საქართველოს ნაკრებმა შეჯიბრება ნიკოლოზ ბასილაშვილის გარეშე ჩაატარა. ნაკრებმა საკმაოდ ადვილად შეძლო ქვეჯგუფში პირველი ადგილის დაკავება და მეორე ჯგუფის პლეი ოფის საგზურის ვადაზე ადრე მიღება.


წყარო: რადიო თავისუფლება
Print