ტურნირი ძიუდოში ბორჯომის მერიის თასის მოსაპოვებლად
14:18 / 02.05.2022
ბორჯომში ახალგაზრდა ძიუდოისტებს
შორის ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის თასის ტურნირი პირველად
გაიმართა.ორდღიანი შეჯიბრი ბორჯომის სასპორტო
სკოლის მიერ იყო ორგანიზებული. ასპარეზობა ცხრამეტ წონით კატეგორიაში
ჩატარდა. ჯამში მონაწილეობა მიიღო 500-მდე სპორტსმენმა.
გამარჯვებულები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა
მედლებით სიგელებით და თასებით დააჯილოვეს.
ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ტრადიცია გაგრძელდება და ბორჯომში
აღნიშნული ტურნირი ყოველწლიური იქნება.