ბორჯომელი მოჭადრაკე ბარბარე შონია ევროპირველობისთვის ემზადება
20 აპრილიდან, საბერძნეთის როდოსში სტარტს აიღებს ევროპის სასკოლო პირველობა.

ასპარეზობისთვის მომზადების პროცესში ჭადრაკის სასახლეში მიმდინარეობს საწვრთნელი შეკრება საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, საერთაშორისო დიდოსტატის დავით ჯოჯუას ხელმძღვანელობით.



მეცადინეობის პროცესს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, გიორგი გიორგაძე ესწრებოდა
Print