ესმერალდა და ალან გობოზოვები - ბაკურიანელი სპორტსმენები ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე
ბაკურიანელი მოთხილამურეები, და-ძმა ალან და ესმერადლდა გობოზოვები ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობენ.

20-25 მარტს ფესტივალს ფინეთის ქალაქი ვუოკატი მასპინძლობს.

საქართველოდან სპორტის სამ სახეობაში ( ფიგურული ციგურაობა, ტრამპლინიდან ხტომა, სამთო თხილამურობა) იასპარეზებს 6 სპორტსმენი:

1. ანა დეა გულბიანი-შმიდტი (ფიგურული ციგურაობა).
2. ალან გობოზოვი (ტრამპლინიდან ხტომა)
3. ესმერალდა გობოზოვა (ტრამპლინიდან ხტომა)
4.ირაკლი არღვლიანი (სამთო თხილამურობა)
5. ლუკა ბუჩუკური (სამთო თხილამურობა)
6. მიხეილ ჩართოლანი (სამთო თხილამურობა).

ბაკურიანელ სპორტსმენებს გამოსვლამდე ერთი საცდელი, ხოლო ორი საშეჯიბრო დაშვება ექნებათ.

ესმერალდა შეჯიბრებაში მონაწილეობას 24 მარტს საქართველოს დროით 12:00 საათზე მიიღებს, ხოლო ალანი 25 მარტს ასევე 12:00 საათზე იასპარეზებს.

ფესტივალის დახურვის ცერემონია - 25 მარტს, 20:00სთ-ზე (ფინეთის დრო) - 22:00 საათზე (საქართველოს დროით) გაიმართება.



Print