ბორჯომელმა გიორგი ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი დაამყარა
საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ნაკრების წევრებმა ბორჯომელმა გიორგი ტალახაძემ და ბათუმელმა ბაგრატ ჟღენტმა ერთი წლის წინ დამყარებული რეკორდი 100 ტონით გააუმჯობესეს.

ქართველმა სტრონგმენებმა სატვირთო მატარებლის ათი ვაგონი, რომელიც 240 ტონას შეადგენდა, დაფიქსირებულ შედეგზე ერთი მეტრით წინ გასწიეს და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარეს.


როგორც ქართველი სპორტსმენები ამბობენ, სამომავლოდ ახალი რეკორდების დამყარებას გემისა და ბოინგის გაწევას გეგმავენ.



Print