ბაკურიანში სნოუბორდში ევროპის თასის პირველი ეტაპი ჩატარდა
ბაკურიანში სნოუბორდში ევროპის თასის პირველი ეტაპი ჩატარდა
ბაკურიანი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით სნოუბორდში ევროპის თასის ეტაპებს მასპინძლობს პარალელურ გიგანტურ სლალომში.


დღევანდელი შეჯიბრების შედეგები ასე გადანაწილდა :
ქალები:
1. ჯენი ლადინა /შვეიცარია /
2. ბიკოვა მილენა /რუსეთი/
3. შოფმენ საბინა /ავსტრია/


კაცები:
1. კავიეთზელ დარიო /შვეიცარია/
2. ბენჯამინ კარლი /ავსტრია/
3. ბაუმეისტერ სტეფანი /გერმანია/


ეს სახეობა გრძელი ტრასით გამოირჩევა; შეჯიბრების დროს სტარტს ორი მეტოქე ერთდროულად იღებს. საკონტროლო ალმებით მონიშნულ ტრასაზე, სპორტსმენების სწრაფ, მიხვეულ-მოხვეულ დაშვებას ახორციელებენ;

მსოფლიო პრიზიორი, 70-მდე სნოუბორდერი, ბაკურიანში ევროპის თასის ეტაპებში მონაწილეობენ. მათ შორის ქართველი - რევაზ ნაზღაიძეა.


ეს საქართველოსთვის 2022 წლის ზამთრის სეზონის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიებაა. მარტში კი ისტორიული ბაკურიანი ფრისკიში და სნოუბორდში მსოფლიო თასის გათამაშების ეტაპებს უმასპინძლებს. ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს სათხილამურო ფედერაცია და მისი გენერალური სპონსორი სილქნეტია.


Print