ქართველმა სამთო-მოთხილამურემ პეკინის ოლიმპიადაზე 32-ე ადგილი დაიკავა
ქართველმა სამთო-მოთხილამურემ სოსო ჯაფარიძემ, პეკინის ზამთრის მე-XXIV-ე ოლიმპიადაზე სლალომის შეჯიბრებაში იასპარეზა და 32-ე ადგილი დაიკავა.

25 წლის სპორტსმენმა პირველი დაშვებისას დისტანცია 1:02.02 წუთში დაფარა, რაც 41-ე შედეგი აღმოჩნდა. მეორე ცდა გაცილებით წარმატებულად გამოიყენა - 55.87 წამი და 30-ე პოზიცია. საერთო მაჩვენებლით (1:57.89) კი 32-ე ადგილი დაიკავა.

“ვფიქრობ მეორე ცდა კარგად ვიარე, 9 მონაწილეს გადავუსწარი, თუმცა ცოტა მაინც დამაკლდა 30-ეულამდე. მიუხედავად დაბრკოლებებისა, მაინც დადებითად შევაფასებ ჩემს გამოსვლას”

პეკინი-2022-ზე სოსო ჯაფარიძემ სამი დღის წინ გიგანტურ სლალომშიც მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ფინიშამდე მისვლა ვერ შეძლო.

სამთო თხილამურებში, მიმდინარე ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით ნინო წიკლაურიც გამოვიდა. 28 წლის სპორტსმენმა გიგანტურ სლალომში 34-ე ადგილი დაიკავა, ხოლო სლალომში - 42-ე.
Print