პეკინში ზამთრის ოლიმპიური თამაშები დღეს იხსნება
პეკინში 4 თებერვალს იხსნება 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები. ჩინეთის დედაქალაქი პირველი ქალაქია ისტორიაში, რომელიც უმასპინძლებს როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს და ამას გააკეთებს სარეკორდო, 14 წლიანი ინტერვალით.
პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშები იმართება 4 თებერვლიდან 20 თებერვლამდე, გათამაშდება მედლების 109 კომპლექტი 15 დისციპლინაში სპორტის ყველა სახეობაში.
პეკინში ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას უხელმძღვანელებს სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი იქნება სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი.

ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები იქნებიან მოთხილამურე ნინო წიკლაური და მოციგურავე მორის ყვითელაშვილი.
2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტი სპორტსმენები:

1. მორის ყვითელაშვილი - ფიგურული ციგურაობა, ერთეულთა სრიალი (კაცები).
2. ანასტასია გუბანოვა - ფიგურული ციგურაობა, ერთეულთა სრიალი (ქალები).
3. მარია კაზაკოვა/გიორგი რევია - ფიგურული ციგურაობა, ყინულზე ცეკვა (შერეული წყვილები).
4. კარინა საფინა/ლუკა ბერულავა - ფიგურული ციგურაობა, სპორტული სრიალი (შერეული წყვილები).
5. ნინო წიკლაური - სამთო თხილამურობა.
6. სოსო ჯაფარიძე - სამთო თხილამურობა.
7. საბა ქუმარიტაშვილი - ციგაობა. 







Print