ირმა ხეცურიანი მსოფლიო თასის ოქროს მედლის მფლობელია
მსოფლიო თასის გამარჯვებული ტიტულოვანი პარასპორტსმენი ირმა ხეცურიანი გახდა. ვერცხლის მედალს ნაკრების ახალბედა წევრი გვანცა ზადილშვილი დასჯერდა, ხოლო ნინო თიბილაშვილმა 2 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

მსოფლიო თასის ფინალში ირმა ხეცურიანი იტალიელ როსანა პასკინოს დაუპირისპირდა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 15:14 დაამარცხა. აღსანიშნავია,რომ ქართველი პარამოფარიკავე ფინალის მიმდინარეობის დროს 8:2 მარცხდებოდა .
პიზაში გამართულ პარამოფარიკავეთა მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებმა ბრწყინვალედ იასპარეზა და 4 მედალი მოიპოვა.
Print