ბაკურიანში ორი ახალი სასრიალო ტრასა შენდება
ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატისთვის და ევროპის თასის ეტაპებისთვის სამზადისი მიმდინარეობს.
დიდველის მიმდებარე ტერიტორიას კიდევ ორი ახალი სათხილამურო ტრასა დაემატება, სამუშაოები ივლისის შუა რისხვებში დაიწყო და დასასრულს უახლოვდება.

სათხილამურო ტრასების რეაბილიტაცია 2023 წლის ჩემპიონატისთვის სამზადისს და ერთიან პროექტს უკავშირდება.

ადგილზე იტალიური კომპანია მუშაობს. ამ ეტაპისთვის დიდველის ტერიტორიაზე სულ 7 საბაგირო და ჯამში 40 კილომეტრი სასრიალო ტრასაა.


Print