სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები ბორჯომში
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა გასვლითი შეხვედრა ბორჯომში გამართეს. კომიტეტის წევრები სპორტის სფეროში არსებული მდგომარეობით დაინტერესდნენ. მოინახულეს ბორჯომის ცენტრალური საფეხბურთო მოედანი და სასპორტო სკოლა. სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს დაბა ბაკურიანში.
(R)

Print