გიორგი ტალახაძე - მსოფლიო რეკორდსმენი ბორჯომიდან
მსოფლიო რეკორდსმენი სიმძიმის გაწევაში ბორჯომელია. გიორგი ტალახაძე საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ნაკრების წევრია. ნაკრებმა მსოფლიო რეკორდი 23 მაისს თბილისში დაამყარა. 105 ტონიანი 7 ტრაილერი საქართველოს ნაკრების 9 წევრმა 7,6 მეტრზე გაწია. ამით ქართველმა სპორტსმენებმა უკრაინის ნაკრების მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესეს.

გიორგი ტალახაძე 5 წელია ფედერაციის წევრი და საქართველოს ორგზის ჩემპიონია. ის სპორტის ამ სახეობაში სამცხე-ჯავახეთიდან ერთადერთი სპორტსმენია


რეკორდის მოხსნას წინ უძღვოდა 7 თვიანი დატვირთული გრაფიკი, ყოველდღიურად სპორტსმენებს უწევდათ სპეციალური ფიზიკურ მომზადება და კვების რეჟიმის დაცვა, ქართველი სთრონგმენები მიღწეული წარმატების გაუმჯობესებას გეგმავენ
Print