ბაკურიანში მსოფლიო თასის ეტაპის ფინალი 2021 დამთავრდა
ბაკურიანში სნოუბორდ ქროსის მსოფლიო თასის ეტაპის ფინალი, რომელიც 3 მარტს დაიწყო უკვე დამთავრდა. ფინალურ ეტაპზე 14 ქვეყნის 48 სპორტსმენი, მონაწილეობდა. გამოვლინდნენ
გამარჯვებული სპორტსმენები:
გოგოებს შორის
შარლოტა ბანკესი - დიდი ბრიტანეთი, ქლოი ტრესპეხი - საფრანგეთი, ფეი გულინი - აშშ, ევა სამკოვა - ჩეხეთი,
მიქელა მოიოლი - იტალია, მანონ პეტიტ ლენუარი - საფრანგეთი, ლინდსი იაკობელისი - აშშ, ჯული დე ს პერეირა - საფრანგეთი

ბიჭებს შორის;
ომარ ვისინტინი - იტალია, კალე კობლეტი - შვეიცარია, ალესანდრო ჰამერლე - ავსტრია, ლორენცო სომმარივა - იტალია, ნიკ ბაუმგარტნერი - აშშ,
გლენ დე ბლუა - ნიდერლანდები, კევინ ჰილი - კანადა, ადამ დიკსონი - ავსტრალია

საერთაშორისო ფედერაციის სნოუბორდ - კროსის მიმართულების დირექტორის უვე ბაიერის თქმით ყველაფერი შესანიშნავად იყო ორგანიზებული.
,,ინფასტრუქტურა და საშეჯიბრო ტრასა გამართულია, კმაყოფილები ვართ და ეს გვაძლევს უფლებას ვიფიქროთ, რომ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე ჩაივლის“ განაცხადა უვე ბაიერმა.

ბაკურიაში მსოფლიო თასის ეტაპები 27 თებერვალს სქი კროსით გაიხსნა . ტურნირი (FIS) წესებისა და რეგულაციების
მკაცრი დაცვით ჩატარდა, პანდემიის გამო , შეჯიბრებას მაყურებელი ვერ დაესწრო.


Print