ბაკურიანში სნოუბორდ ქროსის საკვალიფიკაციო შეჯიბრი მიმდინარეობს
ბაკურიანში დიდველის ფერდობზე, სნოუბორდ ქროსის საკვალიფიკაციო შეჯიბრი მიმდინარეობს, ფინალურ ეტაპზე 17 ქვეყნის 48 სპორტსმენი, 32 კაცი და 16 ქალი სპორტსმენი, მონაწილეობს, ფინალური ეტაპი მ ხვალ 5 მარტს დასრულდება.

მსოფლიოს სხვა სამთო კურორტების მსგავსად, ბაკურიანი სეზონს დაკეტილი შეხვდა, თუმცა შეჯიბრი შეფერხების გარეშე, FIS-ის პროტოკოლის, წესების და რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.
კურორტი ჩვეულ რეჟიმს 8 მარტიდან, გახსნილი საბაგიროებით დაუბრუნდება.
--
მსოფლიო თასის მეშვეობით, საქართველოს შესაძლებლობა აქვს, პოზიციონირდეს მსოფლიოს იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც მაღალი დონის სამთო სპორტული შეჯიბრებების უსაფრთხო ორგანიზება შეუძლიათ.

Print