ბარბარე შონია ჭადრაკში ონლაინ ტურნირის გამარჯვებული გახდა
კვირას, 31 იანვარს, მაია ჩიბურდანიძის ონლაინ-კლუბში ჩატარდა 3 ტურნირი: 2 რაპიდის და 1 ბლიცის კატეგორიაში. სამივე ტურნირში 77 მოჭადრაკე იღებდა მონაწილეობას.

C რაპიდ-ტურნირში, სადაც 1200-ზე ნაკლები რეიტინგის მოთამაშეები იღებდნენ მონაწილეობას, 7-დან 6 ქულით პირველ ადგილზე გავიდა 7 წლამდე საქართველოს სასკოლო ჩემპიონატის შარშანდელი გამარჯვებული - ბარბარე შონია ბორჯომიდან.

ეს არის ყოველკვირეული ონლაინ ტურნირი, სადაც მოჭადრაკეები მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთვებიან.

ბორჯომელი პატარა მოჭადრაკე საქართველოს ჩემპიონია. ბარბარე შონიას, ჭადრაკში არაერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული.


ამავე თემაზე:

7 წლის ბორჯომელი მოჭადრაკის კიდევ ერთი წარმატება

ბარბარე შონია ბორჯომის მერმა დააჯილდოვა 

ჩემპიონი მოჭადრაკეთა ოჯახიდან

7 წლის ბორჯომელი მოჭადრაკე საქართველოს ჩემპიონი გახდა

ქიში და შამათი ბორჯომის საჭადრაკო დაფაზე

Print