ჰოკეის ჩემპიონატი ბელარუსში აღარ გაიმართება
ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაცია (IIHF) აცხადებს, რომ 2021 წელს ჰოკეის ჩემპიონატი ბელარუსის დედაქალაქში აღარ გაიმართება და ჩემპიონატს მინსკიდან სხვაგან გადაიტანს,
"IIHF-ის საბჭომ დაადგინა, რომ ამჟამად შეუძლებელია გუნდების, მაყურებლის და ოფიციალური პირების კეთილდღეობის უზრუნველყოფა ბელარუსში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებისას" - ამბობს ფედერაცია 18 იანვრის განცხადებაში.


მანამდე მინსკში თამაშების გაუქმება ჩემპიონატის ორმა მსხვილმა სპონსორმა Skoda-მ და Nivea-მ მოითხოვა.

Print