7 წლის ბორჯომელი მოჭადრაკის კიდევ ერთი წარმატება
ბორჯომელმა მოჭადრაკემ ბარბარე შონიამ სასკოლო ამხანაგურ ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა. ჩემპიონატი ონლაინ ჩატარდა.
მონაწილეობდნენ 4 ქვეყნის: საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის და უკრაინის წარმომადგენლები. სხვადასხვა კატეგორიის სულ 91 მონაწილე.

ბარბარე შონიამ საკუთარ კატეგორიაში, 7 წლამდე ასაკის მოთამაშეებში მეორე ადგილი მოიპოვა. 7 წლის მოჭადრაკე საქართველოს ჩემპიონია.

2020 წლის გაზაფხულიდან, მას შემდეგ რაც პანდემია დაიწყო სახლში აგრძელებს მეცადინეობას და ყველა ტურნირში ონლაინ იღებს მონაწილეობას.




ამავე თემაზე ნახეთ:

ბარბარე შონია ბორჯომის მერმა დააჯილდოვა (R)

ქიში და შამათი ბორჯომის საჭადრაკო დაფაზე
Print