ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებს ტოვებს

ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევროპირველობის ფინალში 0:1 დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრებს მისი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი ტოვებს, ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია "ტვიტერით" ავრცელებს.


"ჩემი სამუშაო დასრულებულია. ჩემი დრო ამოიწურა. მადლობა ქართველ გულშემატკივრებს, ფეხბურთელებსა და ჟურნალისტებს. ეს არ იყო ადვილი დრო, მაგრამ ჩემი ცხოვრების ძალიან კარგი 5 წელიწადი იყო. დამწუხრებულნი ვართ", - განაცხადა ვაისმა.

მან თამაშის გამო ბოდიში მოიხადა.

ამის შემდეგ ქართველმა ჟურნალისტებმა პროტესტის ნიშნად პრესკონფერენცია დატოვეს.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედნიასთან ისტორიული თამაში წააგო და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვერ გავიდა.

ჩრდილოეთ მაკედონიამ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
მატჩის ერთადერთი გოლი მეორე ტაიმში მაკედონიელთა თავდამსხმელმა გორან პანდევმა გაიტანა.


 

Print