საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება
დღეს, 12 ნოემბერს, საქართველოს სფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში მაკედონიას  დაუპირისპირდება
დღევანდელი შეხვედრით გადაწყდება, მიიღებს თუ არა საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას. მატჩი 21:00 საათზე, თბილისში, "დინამო-არენაზე" გაიმართება.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ორ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ლევან შენგელიას კორონავირუსი დაუდგინდათ დაისინი თამაშში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. თამაში კორონავირუსის პანდემიის გამო, მაყურებლების გარეშე ჩაივლის.

"დანაკლისი დიდია, თუმცა გუნდში კარგი ფეხბურთელები კიდევ გვყავს. ის 11-ეული, რომელიც მოედანზე გავა, ბოლომდე უნდა დაიხარჯოს. ეს არც ტაქტიკის, არც ტექნიკის, არამედ გულის თამაში იქნება. უნდა ვიბრძოლოთ, ერთით მეტი გოლი გავიტანოთ და ამ შემთხვევაში ვიქნებით ბედნიერები," - განაცხადა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა.

საქართველოს ნაკრებმა თამაშის გამართვის უფლება უეფას ახალ ტურნირზე ერთა თასზე წარმატებით გამოსვლის შემდეგ მოიპოვა.

Print