ბორჯომის სტადიონი ლიგა 4-ის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს
იმის გამო, რომ ბორჯომის სტადიონი შესაბამის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, საფეხბურთო კლუბი ,,ბორჯომი 2013" საქართველოს ლიგა 4-ის საშინაო მატჩებს მცხეთაში გამართავს, ინფორმაციას ამის შესახებ გუნდი სოციალური ქსელით ავრცელებს.
,,უეფას და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ბორჯომის ჯ. ზეინკლიშვილის სახელობის სტადიონი არ აკმაყოფილებს საქართველოს ლიგა 4-ის სტანდარტებს და აქედან გამომდინარე ბორჯომის გუნდი საშინაო მატჩებს ჩაატრებს ქალაქ მცხეთაში მცხეთა არენაზე" - ვკითხულობთ ,,ბორჯომი 2013" ფბ. გვერდზე.


Print