სოციალური ვიდეო
ბორჯომში საზოგადოებრივ ტრანსპორტს დეზინფექცია სისტემატიურად უტარდება (R)
ბორჯომში საზოგადოებრივ ტრანსპორტში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება. დეზინფექცია უტარდება მუნიციპალურ და კერძო ტრანსპორტს. სადეზინფექციო ხსნარებით, სატრანსპორტო საშუალებები სისტემატიურად, ყოველი მარშრუტის შემდეგ მუშავდება.

ბორჯომის მერიამ ვირუსის პრევენციის მიზნით ქალაქში მოხალისეთა ჯგუფი შექმნა. მოხალისეები ამჯერად პენსიის რიგებს აწესრიგებენ.

მოქალაქეებს დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ, თავშეყრის განტვირთვას და დარეგულირებას დაცდილობენ

ვირუსის პრევენციის მიზნით მოხალისეთა ჯგუფი ბორჯომში მუშაობას გააგრძელებს.





Print