სოციალური ვიდეო
ბორჯომში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება (R)
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია სადეზინფექციო სამუშაოებს აგრძელებს. სპეციალური ხსნარებით მუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დეზინფექცია ჩატარდა ბორჯომის ბიბლიოთეკებში, კულტურისა და ხელოვნების ცენტრში.
სადეზინფექციო სამუშაოები ბორჯომის მერიის ყველა ააიპ-ში, ასევე მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულ ყველა შენობაში მიმდინარეობს.


Print