სოციალური ვიდეო
ფეხბურთელი მარიამ მეტრეველი
მარიამ მეტრეველი ბურთს 4 წლის ასაკში დაუმეგობრდა. თოჯინებით თამაშს, უბნის ბიჭებთან ერთად ბურთის თამაშს არჩევდა. მალევე მიხვდა, რომ სპორტი და უფრო კონკრეტულად ფეხბურთი მისი მომავალია.

იმის გამო, რომ ბორჯომში გოგონების ფეხბურთის გუნდი არ იყო, ხაშურში დადიოდა. წვიმაში, ქარში, მატარებლით, დილით ადრე და გვიან საღამოს. არაფრის შეშინებია და უკან დახევაც არ უფიქრია. მიზნის მიღწევას ახლაც შრომისმოყვარეობით და თავდაუზოგავი ვარჯიშით ცდილობს.

ფეხბირთელ გოგონას არჩევანს ზოგი უწუნებს, ზოგიც პირიქით ამხნევებს და გვერდში უდგას. მარიამი კი თვლის, რომ  უნდა აკეთო ის საქმე, რაც ყველაზე მეტად გიყვარს.







საზოგადოების ნაწილი დღემდე თვლის, რომ სპორტი ქალის საქმე არ არის. ჯერ ისევ სჭარბობს ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ქალებს უჭირთ გაუმკლავდნენ ფიზიკურ დატვირთვას. თუმცა მარიამის მსგავსად ჩვენს გარშემო საბედნიეროდ ძალიან ბევრი ქალია ვინც არ უშინდება წინააღმეგობებს, ეწინააღმდეგება დამკვიდრებულ სტერეოტიპებს და აკეთებს იმ საქმეს რაც ძალიან უყვარს. ეს მისი უფლებაა.
Print