სოციალური ვიდეო
ბორჯომში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს (R)
კორონავირუსთან დაკავშირებით, პრევენციის მიზნით ბორჯომის საჯარო დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. სპეციალური ხსნარებით დღეს საბავშვო ბაღების ოთახები დამუშავდა. ასევე, დეზინფექცია ჩატარდა ბორჯომის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრშიც. მუნიციპალიტეტის მერიის დავალებით, აღნიშნული სამუშაოები გაგრძელდება ყველა დაწესებულებაში.
Print