სოციალური ვიდეო
ბორჯომში მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის რეაბილიტაცია დაიწყო (R)
ბორჯომში მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. ეს იმას ნიშნავს, რომ სექტემბრიდან მოსწავლეები სწავლას ახალ შენობაში დაიწყებენ. განახლდება ინტერიერი, ფასადი, ეზო, დამონტაჟდება ცენტრალური გათბობა, შეიცვლება ყველა კომუნიკაცია და ინვენტარი.

შენობა რომელშიც ცენტრია განთავსებული დაახლოებით 100 წლისაა და ბოლო 50 წელია იქ სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა. ცენტრში 200 მოსწავლე 13 სხვადასხვა წრეზე დადის.

რეაბილიტაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტის და რეგიონული განვითარების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.


Print