სოციალური ვიდეო
15-16 თებერვალს ბაკურიანობა გაიმართება (R)
15 და 16 თებერვალს ბაკურიანობა გაიმართება. საკურორტო დაბის დღესასწაული ტრადიციულად მრავალფეროვანი იქნება. დატვირთული იქნება სპორტული და გასართობი ღონისძიებებით. დღესასწაული გათვლილია ყველა ასაკის ადამიანისთვის.

წელს პირველად მოხდება საპატიო ბაკურიანელების დაჯილდოება.





პროგრამა 15-16 თებერვალი

სპორტული ღონისძიებები:


• სლალომი
• ტრამპლინიდან ხტომა
• თხილამურებით სირბილი
• ჰოკეი

სანახაობრივი შოუები და საბავშვო აქტივობები:

• Off-road, მაღალი გამავლობის ავტომობილების შეჯიბრი 5 კატეგორიაში. 16 თებერვალი 11:00 სთ - დან, წრიულის მიმდებარე ტერიტორიაზე. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპონსორების მიერ დაწესებული პრიზებით.

• Free style jumping show შეჯიბრი თხილამურებით და თოვლის დაფით. 15 თებერვალი 11:00 სთ-დან, დიდველის სპორტულ ტრასაზე. უზრუნველყოფილი იქნება გამარჯვებულებისთვის პრიზები (საუკეთესო ნახტომი ორივე სახეობაში) - სნოუბორდი 1 ცალი და თხილამური 1 წყვილი.

• სახალისო საბავშვო თამაშები: საბურავების კამერებით დაშვება და ბოულინგის კონსტრუქციის გარღვევა საბურავების კამერებით. თამაშების გასახალისებლად, ბავშვებთან და ახალგაზრდებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ზღაპრის გმირების სამოსში გადაცმული მსახიობები. თამაშები წარიმართება მუსიკის ფონზე წამყვანის მიერ ბაკურიანის პარკში, ,,ჯოილენდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე 16 თებერვალს 12:00 საათიდან 3 საათის განმავლობაში. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სიგელებით.

გალა კონცერტი:

• გალა კონცერტი გაიმართება 16 თებერვალს 19:00 სთ-ზე ბაკურიანის პარკში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ქართული ესტრადის პოპულარული მომღერლები: თორნიკე ყიფიანი, მარიკო ლეჟავა, ზურა მოსიავა და ჯგუფი „No Comment“ . კონცერტს დაასრულებს  ფოიერვერკი.

• სცენის მიმდებარე ტერიტორია მოირთვება ფერადი დროშებითა და მანათობელი ნათურებით, განლაგდება პუფები და მოეწყობა კვების კუთხე , სადაც გაიყიდება ცხელი სასმელები და სხვადასხვა სახის ფასტ ფუდი. კვების კუთხე იმუშავებს 12:00 სთ -დან 21:30 სთ-მდე.



Print