სოციალური ვიდეო
ბორჯომში, წიგნის აქტიური მკითხველები დააჯილდოვეს (R)
დღეს, 5 თებერვალს, წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღინიშნა ბორჯომის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში. ქალაქის და სოფლების ბიბლიოთეკებიდან გამოავლინეს და დააჯილდოვეს აქტიური მკითხველები, ჯამში 30 ადამიანი.

წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს, მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. საქართველო, ამ დღის აღნიშვნას 5 წლის წინ შეუერთდა. ღონისძიება დღეს, ერთდროულად გაიმართა ბორჯომის ბიბლიოთეკებში. მუნიციპალიტეტში სულ 23 ბიბლიოთეკაა, საბიბლიოთეკო ქსელის მასშტაბით კი
345 000 წიგნია აღრიცხული, აქედან 30 000-მდე სახელმძღვანელო ცენტრალურ ბიბლიოთეკაშია. წელიწადში რამდენჯერმე ხდება წიგნის ფონდის განახლება.
Print