სოციალური ვიდეო
ბარბარე შონია ბორჯომის მერმა დააჯილდოვა (R)
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში დღეს 7 წლის საქართველოს ჩემპიონს უმასპინძლეს. ბორჯომელმა მოჭადრაკემ ბარბარე შონიამ წარმატებას თბილისში გამართულ ჩემპიონატზე მიაღწია. პატარა ჩემპიონს მერიამ საჩუქრად ფულადი ჯილდო და მადლობის სიგელი გადასცა.
ბარბარე შონია სამცხე-ჯავახეთში პირველია ვინც ჭადრაკში ჩემპიონის ტუტული მოიპოვა. ის ამჯერად ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც საბერძნეთში გაიმართება.


Print