სოციალური ვიდეო
ჩემპიონი მოჭადრაკეთა ოჯახიდან
ბორჯომელი მოჭადრაკე ბარბარე შონია საქართველოს ჩემპიონი გახდა. თბილისში გამართულ ჩემპიონატში 350-მდე მონაწილე იბრძოდა გამარჯვებისთვის. 7 წლის მოჭადრაკემ თავის ასაკობრივ კატეგორიაში 9 თამაშიდან ცხრავე გამარჯვებით დაასრულა, რაც იყო განსაკუთრებული შედეგი სხვა მონაწილეებისგან განსხვავებით. ბარბარე შონია სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით პირველია, ვინც აქამდე ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო. არის მრავალგზის პრიზიორიც.


ჩვენი ვიდეო გაგაცნობთ მოჭადრაკეების ოჯახს ბორჯომიდან. ბარბარემ ჭადრაკის თამაში 3 წლიდან დაიწყო, რაც ჯერ ბაბუამ და მამამ ასწავლეს, შემდეგ კი ბორჯომის საჭადრაკო კლუბში დაწყო სიარული. მისი პედაგოგი უშანგი ჯანგირაშვილია. 7 წლის გოგონა, ამჟამად თბილისის ჭადრაკის აკადემიის მოსწავლეც არის. აკადემიაში, ბარბარეს მამის დავით შონიას, ჭადრაკის მასწავლებელი გოჩა შონია, ცოდნას ახლა მის შვილს უზიარებს. ბარბარეს გამარჯვებაში თითოეული მათგანი დარწმუნებული იყო.

პატარა მოჭადრაკეს წინ ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატები ელის.



Print