სოციალური ვიდეო
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ბორჯომში დაიწყო (R)
ბორჯომის მუნიციპალიტეტში პირველი შეხვედრა სოფელ სადგერის, ტბის, ლიბანისა და ცემის მოსახლეობასთან გაიმართა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ხალხთან ერთად თემში მთავარი პრობლემები გამოავლინეს.

პროექტების განსახორციელებლად, ცენტრალური ბიუჯეტიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის 456000 ლარი გამოიყო, ამას დაემატა იგივე თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც და ჯამში 912 000 ლარი შეადგინა. შეხვედრები სოფლებში ყოველდღიურად 5 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.


Print