სოციალური ვიდეო
წაღვერის კულტურის სახლის სრული რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება (R)
წაღვერის საქალაქო კულტურის სახლის სრული რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. ახალ შენობაში დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს. მალე ინვენტარი დაიდგმება და აპარატურაც დამონტაჟდება.


მთლიანად განახლდა გარე ფასადი, შეიცვლა სცენა, საკონცერტო დარბაზი, შიდა და გარე ინტერიერი, ყველა სახის კომუნიკაცია, დამონტაჟდა გათბობის სისტემა.

კულტურის სახლი, წაღვერში გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან ფუნქციონირებს და ამ ხნის მანძილზე სრული რეაბილიტაცია პირველად ჩაუტარდა.


Print