სოციალური ვიდეო
ანსამბლ „ოქტავას“ კონცერტი ბორჯომში (R)
ანსამბლმა "ოქტავამ" ბორჯომში სოლო კონცერტი გამართა. ორ საათიანმა ღონისძიებამ აპლოდისმენტების ფონზე ჩაიარა.
"ოქტავა" ბორჯომში 2012 წელს ჩამოყალიბდა და 8 ხელოვანი გააერთიანა. ანსამბლის რეპერტუარი ყოველწლიურად მრავალფეროვანი ხდება.

მიმდინარე წლის ნოემბერში, ბორჯომის მერიის ხელშეწყობით, ანსამბლი პოლონეთში იმყოფებოდა, სადაც "ოქტავა" სპეციალურად დამუშავებული რეპერტუარით წარსდგა.




Print