სოციალური ვიდეო
დედა-შვილი მეეზოვეები
გაიცანით დედა-შვილი მეეზოვეები, მარია და ივანე შირიაევები ბორჯომიდან. ისინი ადგილობრივ მოსახლეობას, დილაობით სუფთა ქალაქს ახვედრებენ.

ივანე, პროფესიით ქორეოგრაფია, წლების მანძილზე სამეჯლისო ცეკვას ასწავლიდა მოსწავლეებს, გაჭირვების გამო ჯგუფი დაიშალა და მას შემდეგ მუშაობა დასუფთავების სამსახურში დაიწყო.

მარია კი ჯერ ჩითახევჰესში, შემდეგ კი საცხობში მუშაობდა. ცოცხი ხელში ერთი წლის წინ დაიჭირა და მას შემდეგ მუშაობს. მისი სამუშაო საათები გვიან ღამით იწყება.

დედა-შვილი ერთად ზრუნავენ ქალაქის სისუფთავეზე.



Print