სოციალური ვიდეო
ბორჯომში 13 სპორტული მოედანი მოეწყო (R)
ბორჯომში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია გრძელდება. მოეწყო ახალი საფეხბურთო მოედნები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა უკვე არსებულს. შეიცვალა ხელოვნური საფარი, დაემატა კალათბურთის ფარები, ახალი რკინის ბადეებით შემოიღობა მოედნები. სამუშაოები ქალაქში, სამ დაბასა და სოფლებში განხორციელდა. წლის ბოლომდე სპორტული მოედნების მოწყობა დასრულდება ჭობისხევსა და ცემში.
Print