სოციალური ვიდეო
მოასფალტებული გზა ვაშლოვანის დასახლებაში (R)
ვაშლოვანის დასახლებაში გზის მოასფალტების სამუშაოები დასრულდა. დასახლების ყველა მონაკვეთი მოასფალტებულია.

ვაშლოვანის მოსახლეობა გზის მოწესრიგებას წლების განმავლობაში ითხოვდა. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდა..

მოასფალტდა გზა დასახლების ბოლო მოსახლემდე. ბეტონის საფარი  დაიგო ვაშლოვანის სასაფლაომდე მისასვლელ გზაზე. პარალელურად მოწესრიგდა სანიაღვრე არხები.

სულ ჯამში ვაშლოვანაში 2 კმ და 200 მ გზის საფარი შეიცვალა.





Print