სოციალური ვიდეო
ბორჯომში თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ხეები დარგეს (R)
ბორჯომში გამწვანების აქცია გაიმართა. ხეები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დაირგო. აქციაში, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ჩაერთვნენ. აღნიშნული სამუშაოებისთვის, მუნიციპალიტეტმა 12 სახეობის 850-მდე ხის ნერგი შეიძინა.

ხის ნერგები, ქალაქის ბაღებსა და სკვერებში გადანაწილდება. დარგვის სამუშაოები, სავარაუდოდ ერთ კვირაში დასრულდება. მარადმწვანე ხე-მცენარეები, ბორჯომს, წელიწადის ყველა სეზონზე გაალამაზებს .
Print